sakoleqcio jiSebi - adanasuri
ადანასური - (ინგ. Adanasuri) (რუს. Аданасури)
სინონიმი: მაღლარი. წარმოშობა: იმერეთი.
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით და ბაცი ვარდისფერი ლაქებით. ახალგაზრდა ყლორტი მოწითალო ფერისაა.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანი, ღრმად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, ბრტყელი ფუძით, ძარღვებით შემოსაზღვრული. კბილები ფართო, ხერხკბილა - სამკუთხედისებურია, ცალ მხარეს ან ორივე მხარეს ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური, საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა 120 გ.
მარცვალი: მუქი წითელი ფერის, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, სქლად დაფარული ცვილით. კანი - საშუალო სისქის, უხეში. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოსი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 21,6 - 23,1%, მჟავიანობა 10,6-8,1 გ/ლ.
მოსავლიანობა: 11,3 - 12,3 ტონა / ჰექტარზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის წითელიღვინო, ადგილობრივი მოხმარების, დაბალექსტრაქტული, სასიამოვნო, ცოცხალი გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: ადანასურს ახასიათებს საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. ადანასურის ვარიაციაა „მსხვილთვალა“, რომელიც ხასიათდება უფრო მსხვილი მარცვლებით და დაბალი მოსავლიანობით. მისი ღვინო უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე ადანასურისა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყარო: ცერცვაძე ნ.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე.